ჩვენ შესახებ/დამფუძნებლის შესახებ |
დამფუძნებლის შესახებ:
ბრენდი „ნატალი“-ს, „იმიჯ აკადემიის“ და “AntiAgeClinic”-ს დამფუძნებელი ერთი პიროვნებაა და ეს პროვნება გახლავთ ძალზედ საინტერესო და წარმატებული ქალბატონი ნატალია თოლორაია, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა დახვეწილი გემოვნებით, საუკეთესოსკენ სწრაფვით და საქართველოში ინოვაციური მეთოდების და ტექნიკის დანერგვით.
1995 წელს თბილისში „ნატალი“-ს პირველი სილამაზის სალონი დაარსდა და სწორედ ეს იყო დიდი კომპანიის აქტიური მოღვაწეობის დასაწყისი და პირველი ნაბიჯები. კომპანიის თითქმის 20 წლიანი ისტორიის მანძილზე, ბრენდმა „ნატალი“-მ მოიპოვა საუკეთესო, მაღალხარისხიან და სანდო ქართული ბრენდის სახელი.
ქალბატონი ნატალიას მიზანიმართულობა, შრომისმოყვარეობა და ლიდერული თვისებები ათასობით ქალბატონის ინსპირაცია გახდა. აქვე უნდა აღინიშოს, რომ ქალბატონ ნატალიას მის მიერ დაარსებულ აბსოლიტურად ყველა სალონში, აკადემიაში თუ კლინიკაში, მოიხმარენ მხოლოდ მაღალხარისხიან, პროფესიონალურ და გარემოსთვის უსაფრთხო პროდუქციას. ამასთან ერთად ქალბატონი ნატალია უპირატესობას ნიჭებს მხოლოდ იმ ბრენდებს, რომლებიც არ აკეთებენ ტესტირებას ცხოველებზე და აქვთ Vegan სტატუსი.
„სილამაზე არ მოპოვება, არ შეიძლება მისი შეძენა ან მისი დაკარგვა - სილამაზე ყველა ქალშია და ეს მისი ბუნებიდან, ქცევიდან, საუბრიდან და მანერებიდან გამომდინარეა. მინდა ყველა ქალს ვუთხრა, რომ ისინი ყველანი ლამაზები არიან, მაგრამ ყველაზე ლამაზი ქალი ისაა, რომელსაც უყვარს საკუთარი გარეგნობა და აქვს კომფორტის შეგრძნება საკუთარ თავთან“
ნატალია თოლორაია
Created By Lemons