ლაზერული პროცედურები/ფრაქციული გაახალგაზრდავება
ფრაქციული გაახალგაზრდავება



კანის დაბერების ბუნებრივი პროცესები, რომლებსაც თან ახლავს მზის სხივების ზემოქმედება, ჰაერის დაბინძურება, ხდება კანის სტრუქტურის და ფუნქციის თანდათანობითი გაუარესების მიზეზი. ამასთანავე ასაკის მატებასთან ერთად იწყება კანის დაბერების ბუნებრივი პროცესიც.

ნატალი ანტი ეიჯ კლინიკამ საქართველოში დანერგა სამედიცინო და კოსმეტოლოგიური ლაზერული აპარატების მწარმოებელი, იტალიური კომპანია „DEKA“-ს ტექნოლოგიური მიღწევები, კონკრეტულად კი СО2 ლაზერების ახალ თაობა (SmartXide2 DOT/RF აპარატი), რომელიც გვთავაზობს არაჩვეულებრივ პროცედურას "ფრაქციული გაახალგაზრდავება".

ზოგადად, ცოცხალი ქსოვილის თვისებაა დაზიანების შემდეგ რეგენერაციის (აღდგენა), შეხორცების უნარი. ამ დროს დაზიანებული უჯრედების ჩანაცვლება ხდება ახალგაზრდა უჯრედებით. პროცესის ხანგრძლივობა განსხვავებულია და დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე.

ანტი ეიჯ კლინიკა გთავაზობთ 10 წლით გაახალგაზრდავებას მსოფლიოში აპრობირებული, რევოლუციური ლაზერული ტექნოლოგიით, რომლის შემთხვევაშიც რეგენერაციის პროცესი მხოლოდ 4-დან 6-დღემდე გრძელდება. კოლაგენის და ელასტინის გაძლიერებული სინთეზის გამო მას აქვს გამაახალგაზრდავებელი მოქმედება. კანი ელასტიური გლუვი და მკვრივი ხდება. ქრება როგორც ზედაპირული ასევე ღრმა ნაოჭები.

"ფრაქციული გაახალგაზრდავების" პროცესში ჩასატარებელი პროცედურების რაოდენობა დამოკიდებულია კანის სტრუქტურაზე და პაციენტის ასაკზე, რისი განსაზღვრაც ხდება უშუალოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ხოლო პროცედურის დრო დამოკიდებულია დასამუშავებელი ზონების მოცულობაზე. მაგალითად, სახის დამუშავებას ფრაქციული ფოტოთერმული მეთოდით სჭირდება 20-30 წუთი. აღმდგენი პერიოდი კი გრძელდება 4-6 დღე.

"ფრაქციული გაახალგაზრდავების" გამაახალგაზრდავებელი პროცედურები 25 წლამდე ასაკში არ ტარდება.

თუმცა იგივე აპარატს აქვს შესაძლებლობა პიგმენტაციის, პოსტ აკნეს, სტრიების, მკურნალობის, ასევე ნაიარევების, ფორებისა და ნაწიბურების გაქრობის და ამ კონკრეტული პროცედურების ჩატარება შესაძლებელია უკვე 14-16 წლის ასაკიდან.

ცალკე არის აღსანიშნავი, რომ ეს აპარატი არაჩვეულებრივად უმკლავდება აკნეს, ჩუტყვავილას და სხვა ანთებითი დაავადებების მიერ დატოვებულ იარებს, რომლებიც ვლინდება სახის კანზე. ექიმი განსაზღვრავს პროცედურების რაოდენობას, შეაფასებს მის ფორმას, სიღრმეს და კანის დეფექტების ასაკს.

ამის გარდა, ლაზერი FRAXEL RE:STORE 1500 მშენივრად უმკლავდება სტრიებს, მათ შორის იმათაც, რომლებიც კანზე დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდნენ. განსხვავებით სხვა ლაზერებისგან, ფრაქსელის ლაზერი არღვევს სტრიების ზედაპირზე წარმოქმნილ უხეშ შემაერთებელ ქსოვილს, 1.44 მმ სიღრმემდე (ჩვეულებრივ ლაზერული პილინგი- არის 0.1-0.3 მმ). ფრაქციული ფოტოთერმული პროცედურის ასეთი ღრმა ზემოქმედება და მისი მუშაობის ეს პრინციპი არის აბსოლუტურად უსაფრთხო.

ფრაქსელს ხშირად იყენებენ .. „ბატის თათებისპრობლემის მოსაგვარებლად, ქვედა ქუთუთოზე არსებული ნაოჭების მოსაშორებლად და ზედა ქუთუთოს ნაოჭების გასჭიმად, ვინაიდან თვალის გარშემო არსებული მგრძნობიარე კანის გამო სხვა ლაზერული პროცედურების ჩატარება უსაფრთხო არ არის. თუ პაციენტს არ სჭირდება სახის კანის რადიკალურად შეცვლა, შეიძლება ფრაქსელის მარტივი პოცედურის ჩატარება, რაც გულისხმობს ლაზერის ყველაზე მსუბუქი პარამეტრების გამოყენებას, რაც გამოაცოცხლებს კანს და გაასწორებს მის ტექსტურას.

ფრაქსელი შეიძლება გამოიყენოთ თვალის ირგვლივ მუქი წრეების სამკურნალოდაც, რადგან ამკვრივებს და აჯანსაღებს კანს, ასევე ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. გარდა ამისა ფრაქსელი კანს აცილებს ზედმეტ პიგმენტს. თუმცა, ვიდრე შავი წრეების მკურნალობას დაიწყებთ ლაზერით, აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან და გამოკვლევის ჩატარება. ხშირ შემთხვევებში მუქი წრეები არის ქრონიკული დაავადებების ნიშანი.

- ფრაქსელი აღწევს კანის სიღრმეში და ხელს უწყობს თვითგანახლების პროცესს, რომლის დროსაც ფორები საგრძნობლად მცირდება.

უკუჩვენებები: თუ ანთებითი პროცესი მიმდინარეობს იმ ზონებში, სადაც ლაზერული მკურნალობა არის დაგეგმილი, ლაზერის გამოყენება არ არის რეკომენდირებული. ფრაქსელის ლაზერით მკურნალობა შეზღუდულია შემდეგ შემთხვევაში - ორსულობის დროს, ფსორიაზის, ატოპიური დერმატოზის და ფსორიაზის გამწვავების პერიოდში.

"ფრაქციული გაახალგაზრდავების" პროცედურა 10 წლით აახალგაზრდავებს სახის კანს!

SmartXide DOT - ესაა უახლესი სისტემა კანის ლაზერული გაახალგაზრდავების დარგში.

გამოყენება

კანის ფრაქციული და ტრადიციული დერმაბრაზია კოსმეტოლოგიაში ლაზერის გამოყენებისას

ახალწარმონაქმნების მოცილება

პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია

ქირურგიაში, გინეკოლოგიასა, ლორ-მედიცინაში გამოყენების შესაძლებლობა


ფრაქციული გაახალგაზრდავება
სახე 1500 GEL
ქუთუთო 200 GEL
ყელი 1000 GEL
დეკოლტე 1700 GEL
ხელის მტევნები 1400 GEL