ლაზერული პროცედურები/ფოტოგაახალგაზრდავება |
დაბერება – ორგანიზმის ბუნებრივი პროცესია, რომლის შეჩერება, ჩვენდა სამწუხაროდ, შეუძლებელია. კანი შედგება ზედაპირული ფენის, ეპიდერმისისა და დერმისგან, რომელიც შეიცავს ელასტინისა და კოლაგენის ბოჭკოებს;სწორედ ეს ბოჭკოები აგებენ პასუხს კანის სიგლუვესა და ახალგაზრდობაზე.ასაკის მატებასთან ერთად დერმა თხელდება, კოლაგენის ბოჭკოები კი ირღვევა და სიმკვრივეს კარგავს, შედეგად – კანიბერდება.
ფოტოგაახალგაზრდავებით ხდება ზემოქმედება კანის სხვადასხვა შრეზე, რაც ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, შესაბამისად ხდება ზედაპირული ნაოჭების გასწორება, გაახალგაზრდავება, კანის ტურგორისა და დაჭიმულობის მომატება. ფოტოგაახლგაზრდავება საკმაოდ უსაფრთხო პროცედურაა, ეფექტი პირველივე პროცედურის შემდეგ შესამჩნევია, პაციენტები თავად გრძობენ როგორ ხდება მათი კანი უფრო გლუვი და ელასტიური.
1. შეკითხვა: როგორი შეგრძნებებია პროცედურის დროს?
პასუხი: პროცედურას არ ახლავს უსიამოვნო ან მტკივნეული შეგრძნებები. პაციენტი თითქმის არაფერს გრძნობს. სინათლის მოციმციმე სხივებისგან დასაცავად პაციენტს თვალებზე უკეთდება სპეციალური სარჩული.პროცედურა გრძელდება ნახევარი საათის განმავლობაში.
2. შეკითხვა: რამდენი დრო უნდა გავიდეს, რომ პიველი ეფექტი შესამჩნევი გახდეს?
პასუხი: ფოტოგაახალგაზრდავების მოქმედების შედეგი დაუყოვნებლივ შესამჩნევი ხდება. ფოტოგაახალგაზრდავების ერთი პოცედურაც კი საკმარისია იმისთვის, რომ სახეზე არსებული ნაოჭები მკვეთრად შემციდრეს, შემდგომი პროცედურები კი მიღებულ შედეგს დიდი ხნით შეინარჩუნებს. პროცედურის მთლიანი კურსი შეადგენს 8-იდან 10 კვირას, მათი რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და სასურველ შედეგზე.
3. შეკითხვა: რამდენი ხნით შენარჩუნდება ეფექტი?
პასუხი: ფოტოგაახალგაზრდავების მთლიანი კურსის ჩატარების შემდეგ ეფექტი ნარჩუნდება 2-3 წლის განმავლობაში.
4. შეკითხვა: შეიძლება თუ არა ფოტოგაახალგაზრდავების ჩატარება მოზარდებზე, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ აკნე და ჭორფლები?
პასუხი: დიახ, ფოტოგაახალგაზრდავების ჩატარება შეიძლება ახალგაზრდა პაციენტებზეც, რომლებსაც ჰორმონალური ცვლილებების დროს უვლინდებათ აკნე და გაფართოვებული ფორები. სინათლის ზემოქმედება გამოაშრობს კანს და აღმოფხრავს ყველა მის დარღვევას. სხივის ზემოქმედების მეთოდი ასევე ეხმარება ჭორფლების მოცილებაში, თუ ისინი ესთეტიურ დიკომფორტს ქმნიან.
5. შეკითხვა: რა შემთხვევებში არ არის რეკომენდირებული ჩატარდეს პროცედურა?
პასუხი: ფოტოგაახალგაზრდავების პროცეურის ჩატარება არ შეიძლება ფეხმძიმობის დროს, ასევე იმ პირებისთვის, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს და იმ ადაიანებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ სისხლის შედედების ფუნქცია.
6. შეკითხვა: რისგან უნდა შევიკავოთ თავი ფოტოგაახალგაზრდავების ჩატარების შემდგომ:
პასუხი: პროცედურის შემდგომ უნდა გამოირიცხოს აგრესიული პილინგის და სკრაბის გამოყენება, პირიქით, მაქსიმალურად ხშირად უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი საშუალებები. მოერიდეთ სოლარიუმს და საუნას.
7.შეკითხვა: შესაძლებელია, რომ ფოტოგაახალგაზრდავებამ გაამყაროს ბოტოქსის ეფექტი?
პასუხი: დიახ, ამ მეთოდის საშუალებით შესაძლებელია გაძლიერდეს და შენარჩუნდეს ბოტოქსის და დისპორტის ინექციების, ასევე მეზოთერაპიის და კონტურული პლასტიკის ეფექტები. ასეთი კომბინაციის შემდეგ თქვენი კანი იქნება ბრწყინვალე!
ფოტოგაახალგაზრდავება | |
სახე | 120 GEL |
სახე, კისერი, გულ-მკერდის მიდამო | 210 GEL |
ცხვირ-ტუჩის არე | 40 GEL |
სახე და კისერი | 150 GEL |
გულმკერდის მიდამო | 90 GEL |
შუბლი | 60 GEL |
კისრის მიდამო | 60 GEL |
მუცელი | 140 GEL |
მხრები | 110 GEL |
ხელის მტევანი(ორივე) | 90 GEL |
ბარძაყის შიდა ზედაპირი(ორივე) | 110 GEL |
დუნდულოები | 110 GEL |
გალიფეს მიდამო | 110 GEL |
მუხლის მიდამო | 80 GEL |
თეძოები | 100 GEL |
Created By Lemons