ლაზერული პროცედურები/ ზედაპირული კაპილარების მოშორება
ზედაპირული კაპილარების მოშორება



ზედაპირული ვენური ქსელი, კანის გაგანიერებული სისხლძარღვები მილიონობით ადამიანის პრობლემაა. სხვადასხვა ზომის წითლად ან ლურჯად გამოკვეთილი წვრილი კაპილარები მნიშვნელოვან დისკომფორტს ქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გაგანიერებული ვენური ქსელის და სახეზე არსებული კაპილარების მოსაცილებლად, ჩვენს კლინიკაში გამოიყენება SynchroReplay:Y-საპარატი, რომელიც სადღეისოდ აღიარებულია ოქროს სტანდარტად.

ლაზერის სხივი აღწევს ეპიდერმისში, ყოვნდება გაგანიერებული სისხლძარღვის მიდამოში და გარდაიქმნება რა სითბურ ენერგიად, იწვევს მისი სანათურების შეწებებას კანის დაუზიანებლად. სხივი უბრალოდ აქრობს არასასურველ სისხლძარღვოვან ლაქას.

პროცედურები უმტკივნეულოა, ძალზე სწრაფი და რაც მთავარია, სრულიად უსაფრთხოა, რამდენადაც არ იჩხვლიტება კანი და გამორიცხულია პაციენტის დაინფიცირება