მამაკაცებისთვის/პროდუქცია/FOR MEN
FOR MEN



FOR MEN კოსმეტიკური ხაზია, რომელიც ექსკლუზიურად მამაკაცის კანის მოსავლელად შეიქმნა. ეს პროდუქტები მცენარეულ ინგრედიენტებზე მზადდება; მსუბუქი, ადვილად აბსორბირებადი ტექსტურები მათყოველდღიურ მოხმარებას კომფორტულ, მარტივ და სასიამოვნო რიტუალად აქცევს.


AQUA CLEAN FORMULA სახის გამწმენდი გელი: მსუბუქი, გამომაცოცხლებელი გელი ყოველდღიურად წმენდს და ზედმეტი ცხიმისაგან ათავისუფლებს კანს.


COOL SCRUB სახის დამწმენდი ექსფოლიატორი: აშორებს კანის დეფექტებს და მიკროსფეროების შემცველობის წყალობით, ხელს უწყობს ეფექტიან და სტაბილურ პარსვას.


SUPREME SHAVE საპარსი საცხი: საპარსი ქაფი ექსტრა-გამდიდრებული საცხის სახით აცხრობს კანის გაღიზიანებას, ატენიანებს და გამოაცოცხლებს კანს.


FINISHAVE ულტრა-კომფორტული პარსვის შემდგომი ემულსია: შესანიშნავად აწყნარებს კანს და აფერხებს წვერის ზრდას, რითაც გაპარსვის აუცილებელი პროცედურების სიხშირეს ამცირებს.


HYDRA-ELEMENTS აქტიურად მატენიანებელი სახის საცხი: სასიამოვნო, ადვილად მოსახმარი ტექსურით; ნორმალური და მშრალი კანისათვის.


Anti-Shine Hydrating Oil-Free სახის უცხიმო მატენიანებელი სითხე: ულტრა-მსუბუქი ტესქტურა აბალანსებს ცხიმის სეკრეციას, ერთგვაროვანს ხდის კანის ზედაპირს და აქრობს სახის პრიალს.


ENERGY EYES ROLL-ON დაღლილობის საწინააღმდეგო თვალის დაუყოვნებელი შრატი: კანის ინტენსიური მოვლის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს დაღლილობის კვალისა და მიმიკური ნაოჭების პროვენციასა და კორექციას; ინოვაციური ლითონის წვერიანი მოსრიალე აპლიკატორის მეშვეობით დაუყოვნებლივ გამოაცოცხლებს და ენერგიით ავსებს კანს.


EYE CONTOUR SOLUTIONS შრატი თვალის კონტურისათვის: მსუბუქი, უცხიმო ტექსტურის გელი ებრძვის თვალების ირგვლივ დაღლილობის ნიშნებს: შეშუპებას, თვალებქვეშ ჩანთებსა და მიმიკურ ნაოჭებს.


ANTI-FATIGUE SERUM დაღლილობის საწინააღმდეგო შრატი სახისათვის: მსუბუქი, უცხიმო ტექსტურის გელი სწრაფად ნიღბავს კანის დაღლილობისა და სტრესის ნიშნებს.


AGE-RESIST დაბერების საწინააღმდეგო აქტიური საშუალება “ფარის ეფექტით”: ინოვაციური აღმდგენი დაბერების საწინააღმდეგო ფორმულა ფარის მსგავსად მოქმედებს და კანს ყოველდღიური სტრესისა და გარემოს აგრესიული ზემოქმედების, დაბერებისა და დაღლილობისაგან იცავს.


ABDOSLIM გამამკვრივებელი გელი სხეულისათვის: უცხიმო, თხევადი გელი საგანგებოდ მუცლის მიდამოებში დაგროვილი ცხიმისა და სითხის მოსაშორებლად.


OLIGO ENERGY მატენიანებელი ლოსიონი სხეულისათვის: გამოაცოცხლებს, აღადგენს, ამკვრივებს, ატენიანებს და სრულ კომფორტს უქმნის კანს.