პარტნიორები/ისტორია/GDC |
კარმენ ვიდალის სიყვარული სილამაზისადმი განსაკუთრებული გახლდათ, რაც მეწარმის მის ნიჭსა და მეოცნებე ხასიათის გამო გადამწყვეტი აღმოჩნდა კომპანიისთვის, რომ მას დაეწყო თავისი ფილოსოფიის და ექსკლუზიური კოუ-ჰაუს გავრცელება დედამიწის ხუთ კონტინენტზე 1983 წელს. ბრენდის პროდუქციის პირველი მომხმარებლები ვენესუელა და ჰონგ კონგი გახლდათ, რომელთა დისტრიბუტორებადაც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას 20 წლის შემდეგაც.
ამჟამად Germaine de Capuccini მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი კანის მოვლის პროფესიონალი კომპანიების მეშვეობით, რომელთა ბიზნესიც ფართოვდება, რადგანაც ისინი კანის მოვლის ერთერთ უმნიშვნელოვანესს ბრენდს წარმოადგენენ.
საერთაშორისო დონეზე მუშაობა გამოწვევა გახლდათ კომპანიისთვის, რადგან მას უწევდა ფორმულების ადაპტირება და შესაბამისი სტრუქტურების შექმნა, რომ დაეკმაყოფილებინა იმ სახელმწიფოების მთავრობების ფორმალური და/ან საკანონმდებლო მოთხოვნები, რომლებშიც ის საქონლის ექსპორტს ახორციელებდა.
კანადიდან სამხრეთ აფრიკამდე, ავსტრალიიდან ახალ ზელანდიამდე, ჩილედან რუსეთსა და იაპონიამდე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ პროფესიული მოვლის საშუალებები, რომელთაც გამოყენების ექსკლუზიური მეთოდები გააჩნიათ (როგორიცაა კირეის მეთოდი) და აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ ეფექტური პროდუქტები, სახლის პირობებში გამოსაყენებლად. Germaine de Capuccini არის პირველი კომპანია კანის მოვლის სფეროში მომუშავე კომპანიათაგან ესპანეთში, რომელიც იცავს გარემოს, ხარისხის კონტროლის რეგულაციებს, მუშაობს სამუშაო ადგილზე რისკის პრევენციაზე და საოჯახო ცხოვრებისა და სამუშაო ცხოვრების შეთავსებაზე. ეს დადასტურებულია მართვის ინტეგრირებული სისტემით (4G1), სერთიფიცირებით, რომელიც შეიცავს შემდეგს:
ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2000
გარემოს მართვის სისტემა ISO 14001
კანონი სამუშაო ადგილებზე რისკის პრევენციის შესახებ
ოჯახზე პასუხისმგებელი დამსაქმებლის მართვის მოდელი
ყოველივე ეს კომპანიის თითოეული წევრის ძალისხმევისა და ყოველდღიური მონაწილეობის შედეგია.
ამ სერთიფიკატების გარდა, Germaine de Capuccini სერთიფიცირებულია როგორც კანის მოვლის პირველი პროფესიონალი კომპანია, რომელიც მუშაობს CO2-ის ემისიის შემცირებაზე, რომელიც CO2 zero პროექტშია ჩართული.
Germaine de Capuccini-მ საკუთარი სურვილით გაიარა სერთიფიცირება წარმოების სათანადო პრაქტიკის (GMP) შესრულებაში კანის მოვლის პროდუქტებთან დაკავშირებით. ხსენებული სერთიფიკატი გაიცა ვალენსიის ჯანდაცვის სააგენტოს ფარმაცევტული და ჯანდაცვის პროდუქტების გენერალური ოფისის მიერ. ხსენებული სერთიფიკატი გულისხმობს ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმოების სათანადო პრაქტიკის გამოყენებას კანის მოვლის საშუალებების ინდუსტრიაში.
Created By Lemons