პროდუქცია/EXCEL THERAPY O2 კანის “ინტელიგენტური” მოვლა/ანტი-ასაკობრივი მოვლა
EXCEL THERAPY O2 კანის “ინტელიგენტური” მოვლა



კანის მოვლის პირველი ხაზი MPC - დამცავი კომპლექსითა და ლაიფ _ ციტოქსიგენით, რომლებიც კანს გარემოს აგრესიული ფაქტორებისა და სტრესისგან იცავს და დაბერებას აფერხებს; ინგრედიენტები, რომლებიც კანის უჯრედულ კომუნიკაციასა და ოქსიგენაციის ფუნქციებს აღადგენს, კანს დაბერებასთან ბრძოლისათვის აუცილებელ მექანიზმებს სთავაზობს.

რეკომენდებულია: 25 — 30 წლისა და უფროსი ასაკისთვის.


კომპორტი და ექსფოლიატორული გამწმენდი რძე: ნატიფი აპკის სახით გადაეკვრება კანს და გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან იცავს; თავდაცვის საიმედო და სასიამოვნო საშუალება

365 რბილი სკრაბი სახის გამწმენდი ექსფოლიატორული ქაფი: ორიგინალური ოქსფოლიატორი, რომელიც წმენდს, ექსფოლიაციას უკეთებს და ამზადებს კანს; შეიცავს უაღრესად ნატიფ, რბილ ექსოფლიატორ ბურთულებს, რის გამოც, შეგიძლიათ, სკრაბი ყოველდღიურად მოიხმაროთ, წლის 365 დღეს.

უწყვეტი დაცვა - პირველადი ახალგაზრდულობის საცხი: დაბერების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც დაბერების ძირითადი ნიშნების შთამბეჭდავ კორექციას უზრუნველყოფს; განკუთვნილია მშრალი კანისათვის; დერმატოლოგიურად ტესტირებულია.

უწყვეტი დაცვა - პირველადი ახალგაზრდულობის ემულსია: დაბერების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც დაბერების ძირითადი ნიშნების შთამბეჭდავ კორექციას უზრუნველყოფს. განკუთვნილია ჭარბი ცხიმიანობისადმი მიდრეკილი ნორმალური კანისათვის; დერმატოლოგიურად ტესტირებულია,

პირველადი ახალგაზრდულობის ინტენსიური ნიღაბი: მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც რამდენიმე წუთში ზემოქმედებს დაბერების ძირითად ნიშნებზე, აუმჯობესებს კანის ხარისხს და ბრწყინვალებას ანიჭებს კანს.

პირველადი ახალგაზრდულობის საცხი თვალის კონტურისათვის: სამმაგი მოქმედების მქონე ფორმულა, რომელიც ამცირებს დაბერების ნიშნებს, აცხრობს შეშუპებას და აქრობს თვალებქვეშ ჩანთებს; დერმატოლოგიურად ტესტირებულია.

რბილი ექსფოლიატორი ტუჩებისა და მათი კონტურისათვის: ნაზად ათავისუფლებს ტუჩების ზედაპირს მკვდარი უჯრედებისაგან და იმავდროულად, ტენიანობას უნარჩუნებს და მოცულობას ანიჭებს ტუჩებს.

ტუჩისა და ტუჩის კონტურის ულტრამაკორექტირებელი ვოლუმ აიზერი: ინტენსიურად ატენიანებს და სიგლუვეს ანიჭებს ტუჩის კანს და კონტურს, აძლიერებს მათ ბუნებრივ სილამაზეს.