პროდუქცია/EXCEL THERAPY PREMIER უჯრედთა სიცოცხლის განახნგრძლივება/ანტი-ასაკობრივი მოვლა
EXCEL THERAPY PREMIER უჯრედთა სიცოცხლის განახნგრძლივება



Excel Therapy Premier Germainede Capuccini-ის უძვირფასესი კოსმეტიკური ხაზია. უმაღლესი ხარისხის დაბერების საწინააღმდეგო თერაპია ეფუძნება მრავალწლიანი კვლევის შედეგად მოპოვებულ რევოლუციურ ბიოტექნოლოგიურ ინგრედიენტს Longevity-Guard–ს (დღეგრძელობის დარაჯი); უკანასკნელი წარმოადგენს ბრინჯის ექსტრაქტისაგან მოპოვებულ პეპტიდების კომპლექსს, რომელიც კანის უჯრედებში სირტუინებს ააქტივებს, ამით უჯრედთა სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის და შესაბამისად, კანის გლობალურ დაბერებასაც აფერხებს. ამგვარად, Excel Therapy Premier კანს უძვირფასესი განძით უჯრედთა დღეგრძელობის ცილებით ასაჩუქრებს.


რეკომენდებულია: 40 წლის და უფროსი ასაკისთვის.



EXCEL THERAPY PREMIER THE CREAM

ლუქსის კატეგორიის უნიკალური ანტიასაკობრივი სახის კრემი, გამდიდრებული ნოვატორული ბიოტექნოლოგიური ნივთიერებით - Longevity-Guard – ”მარადიული ახალგაზრდობის მოლეკულა”, რომელიც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ შეინარჩუნოთკანის ახალგაზრდობა. თავიდან იცილებს სიმშრალეს და იცავს კანს მავნე გარეზემოქმედებისაგან, რომელსაც ყოველდღიურად ექვემდებარება კანის დატენიანების დონე. უზრუნველყოფს ეფექტურ მოქმედებას ნაოჭებისა და ნაადრევი დაბერების წინააღმდეგ. დაგიბრუნებთ დაკარგულ სიმკრივესა და სიგლუვეს, ნაოჭები კი ნაკლებად ღრმა გახდება.


EXCEL THERAPY PREMIER THE SERUM

დაბერების საწინააღმდეგო საუცხოო კონცენტრატი, რომელიც კანს დაბერების ყველა სპეციფიკურ პრობლემას თანბრძოლაში “წრთვნის”; ამის წყალობით, კანი ყოველდღიურად უკეთესად ნაკვები, უფრო გლუვი, მკვრივი, ფორები კი ნაკლებშესამჩნევი ხდება. LONGEVITY_GUARD –ის (დღეგრძელობის დარაჯის) გარდა შრატის ფორმულა L.P.A.-ს, დაბერების საწინააღმდეგო და მატენიანებელ ინგრედიენტებს შეიცავს.


ANTI-AGE SUN MULTI-PROTECTION TREATMENT SPF 20 FACE / SPF 15 BODY

პროდუქტები, რომლებიც სახისა და სხეულის კანს ბრწყინვალე, ინტენსიური, მშვენიერი რუჯის მიღებაში ეხმარება პრომელატინის, ბუნებრივი ფოტოპროტექორის წყალობით. იმავდროულად, ეს პროდუქტები კანის ახალგაზრდულობას ახანგრძლივებს, რადგან მათი კოსმეტიკური ფორმულები LONGEVITY-GUARD – ის (დღეგრძელობის დარაჯის) ძლიერმოქმედი ინგრედიენტით არის გამდიდრებული. დახვეწილი ტექსტურის გამო, კანის მოვლის ეს საშუალებები სიჯანსაღის სასიამოვნო შეგრძნებას ჰბადებს