პროდუქცია/TIMEXPERT RIDES კანის არქიტექტურის გამყარება/ანტი-ასაკობრივი მოვლა
TIMEXPERT RIDES კანის არქიტექტურის გამყარება



პირველი მიმიკური ხაზები და ნაოჭები

პლასტიკური ქირურგიის უახლესი მიღწევებითა და კანის თვითრეგენერაციის მექანიზმებით შთაგონებული Tim expert Rides გთავაზობთ მიმიკური ხაზებისა და ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ, ავანგარდულ და კომპლექსურ სტრატეგიას:

• რეგენერაცია: ებრძვის ნაოჭებს “შიგნიდან”

• ფილინგი (ამოვსება) და დათრგუნვა: ებრძვის სახის მიმიკურ ნაოჭებს შეიცავს უნიკალურ ინგრედიენტთა: პრო-კოლაჯესტინ-ფილინგ ტექნოლოგიის(Germaine de Capuccini-ს ექსკლუზიური ინგრედიენტი), მიკრო-დერმოქსინის კომპლექსის Germaine de Capuccini-ს ექსკლუზიური ინგრედიენტი) და სოიოს ცილების — ერთობლიობას.


რეკომენდებულია: 25 — 30 წლისა და უფროსი ასაკისათვის.


საცხი მიმიკური ნაოჭების/ხაზების კორექციისათვის: ინტენსიური ნაოჭსაწინააღმდეგო საშუალება, რომლის ფორმულა ებრძვის მიმიკურ ნაოჭებსა და ხაზებს, ამცირებს მათ სიგრძესა და სიღრმეს; წარმოდგენილია ორი ტექსტურით: მდიდარი და მკვრივი ტექსტურა მშრალი კანისათვის და შედარებით მსუბუქი ტექსტურა ნორმალური კანისათვის.

შრატი მიმიკური ნაოჭების/ხაზების კორექციისათვის: ექსკლუზიური შრატი, რომელიც კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს აძლიერებს და მიმიკურ ნაოჭებსა და ხაზებს მინიმუმამდე ამცირებს; ამას გარდა, აქვს მსუბუქი ლიფთინგ ეფექტი, რისი წყალობითაც დაუყოვნებლივ ასწორებს კანის რელიეფს.

TIMEXPERT RIDES EYES, სადღეღამისო მოვლის საშუალება თვალის კონტურისათვის: გთავაზობთ პრობლემის ულტრა-ეფექტიან გადაჭრას - დღის ემულსია ხაზებისა და ნაოჭების საწინააღმდეგოდ და ღამის ნიღაბი შეშუპებისა და თვალებქვეშ ჩანთების საწინააღმდეგოდ დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად ებრძვის თვალების ირგვლივ კანის დაბერების ნიშნებს.

ექსტრა-კომფორტული აბრეშუმისებური საცხი მაკიაჟის მოსაშორებლად: თანაბრად და დელიკატურად წმენდს კანს, ამცირებს კანის დაბერებისა და გამოშრობის ნიშნებს.