პროდუქცია/NATURAE/დამატენიანებელი მოვლა
NATURAE



ბუნებიდან თქვენი სახის კანამდე


Naturae Germaine de Capuccini–ს კანის მოვლის ორგანულ საშუალებათა ხაზი მოიცავს სახისა და სხეულისათვის განკუთვნილ იმ პროდუქტთა სპექტრს, რომელთა ფორმულებში ეთერზეთები და ეკოლოგიურად კულტივირებული მცენარეებისგან მოპოვებული ინგრედიენტებია; სილიკონების, პარაბენებისა თუ ხელოვნური საღებავების გარეშე. ყველა ეს პროდუქტი სერტიფიცირებულია პრესტიჟული ფრანგუ- ლი ორგანიზაციის ECOCEPT– ის მიერ. Naturae – ის პროდუქტების საფუძველია თეთრი ჩაის ორგანული ექსტრაქტი, ბუნებაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ანტიოქსიდანტი, სუფთა ორგანული ზეთები, ორგანული მცენარეული წყლები, ფიტოსტეროლები, ფოსფოლიპიდები, ცერამიდები და გალაქტარიკის მჟავა.


რეკომენდებულია 20 წლისა და უფროსი ასაკისთვის.

მატენიანებელი გამწმენდი რძე: ფაფუკი გამწმენდი, რომელიც ნაზად აშორებს მაკიაჟს სახესა და ყელიდან; ჭუჭყისა და არასასურველი ელემენტებისგან ასუფთავებს კანს.
მატენიანებელი მატონიზირებელი ლოსიონი: გამომაცოცხლებელი ლოსიონი, რომელიც ბოლომდე წმენდს, ატონიზირებს და სიგლუვეს აძლევს კანს.
მულტი-დამცავი თეთრი ჩაის სახის საცხი: მულტდამცავი პროდუქტი გამდიდრებული და აბრეშუმისებური ტექსტურით, რომელიც აძლიერებს კანის ბარიერულ ფუნქციას და აღადგენს კანის ოპტიმალურ ტენიანობას; შედეგი – ლამაზი, ჯანსაღი კანია; განკუთვნილია სიმშრალისაკენ მიდრეკილი ნორმალური კანისთვის.
ინტენსიური მულტი-დამცავი თეთრი ჩაის ნიღაბი: სახის ნიღაბი იცავს ყოველდღიური გარეგანი მავნე აგენტებისაგან, რითაც დაბერების პროცესს აფერხებს; იმავდროულად, კვებავს და ატენიანებს კანს; განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის.
მულტი-დამცავი მკვებავი საცხი სხეულისთვის: ნატიფად სურნელოვანი საცხი ხავერდოვანი ტექსტურით ინტენსიურად კვებავს, იცავს და სიგლუვეს ანიჭებს კანს.