პროდუქცია/ROYAL JELLY/დამატენიანებელი მოვლა
ROYAL JELLY



ანტი სტრესული და ჟანგბადით გამამდიდრებელი ეფექტი

თანამედროვე ცხოვრების რიტმი ჩვენს კანზეც ტოვებს ნაკვალევს - თვალებქვეშ მუქი რკალების, მიმიკური ხაზების, უსიცოცხლო იერისა და ნაადრევი ნაოჭების სახით. RoyalJelly -ს კოსმეტიკური ხაზის პროდუქტები კანს ჟანგბადით ამდიდრებს, ენერგიით ავსებს, კვებავს და ამკვრივებს; შედეგი სტრესისა და დაღლილობის ნიშნებთან ეფექტიანი ბრძოლაა. კანი განახლებულ, სიცოცხლით სავსე, ბრწყინვალე იერს იძენს.


რეკომენდებულია 35-40 წლის და უფროსი ასაკისათვის.

სახის კანის გამწმენდი: ნაზად წმენდს და ენერგიით ავსებს კანს.
სახის კანის ტონერი: აღადგენს კანის ნორმალურ pH-ს და აუმჯობესებს კანის ჟანგბადით მომარაგებას; გამოაცოცხლებს გადაღლილ კანს.
სახის კანის დღის საცხი: სტრესისგან იცავს და სასიცოცხლო ენერგიითაღავსებს კანს.
სახის კანის ღამის საცხი: ასტიმულირებს კანის ბუნებრივ ფუნქციებს და უჯრედულ კვებას; ამცირებს დაძაბულობისა და გადაღლის შედეგად გაჩენილ მიმიკურ ნაოჭებს/ხაზებს.