პროდუქცია/უნივერსალური მოვლა/უნივერსალური მოვლა
უნივერსალური მოვლა



კოსმეტიკური ხაზი, რომელიც ყველა ტიპის კანის მოვლის ბაზისურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ეს პროდუქტები თქვენ ყოველთვის დაგჭირდებათ კანის დღიური მოვლისათვის; საშუალებები, რომლებიც თვალსაჩინოდ აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ალამაზებს და ჯანსაღ იერს ანიჭებს კანს.

ნორმალური / მშრალი კანი
სრული კომფორტი-გამწმენდი რძე: ატენიანებს, აწყნარებს და ხელს უშლის ტენის ტრანსეპიდერმულ დაკარგვას.
სრული კომფორტის მომნიჭებელი ლოსიონი: ხელს უშლის კანის გამოშრობას და იცავს კანის ლიპიდებს; არ შეიცავს ალკოჰოლს.


ცხიმიანი/კომბინირებული კანი
სახის გამასუფთავებელი გამწმენდი გელი: ეფექტიანად აშორებს მაკიაჟის ნარჩენებს, გამოაცოცხლებს და ატენიანებს კანს.
ლოსიონი ცხიმიანი კანისათვის: მაბალანსებელი, შემბოჭავი ეფექტით; აუმჯობესებს კანის ფერს; არ შეიცავს ალკოჰოლს.


დელიკატური კანი
მაღალი ტოლერანტობის გამწმენდი რძე: აწყნარებს და ნორმალურ იერს უბრუნებს მგრძნობიარე კანს.
მაღალი ტოლერანტობის ლოსიონი: ამსუბუქებს და ამცირებს კანის ჭარბი მგრძნობიარობის ნიშნებს; არ შეიცავს ალკოჰოლს.


ყველა ტიპის კანი
მაკიაჟის მოსაშორებელი ბიფაზური ლოსიონი თვალებისა და ტუჩებისათვის: ორფაზიანი ფორმულა, რომელიც ნაზად და სწრაფად აცილებს მაკიაჟს თვალებსა და ტუჩებს, მაშინაც კი, როცა მაკიაჟი ხანგრძლივი სტაბილურობისაა ან წყალის მიმართ რეზისტენტულია; გამოსადეგია მათთვისაც, ვინც კონტაქტურ ლინზებს მოიხმარს.
ექსპრეს მაკიაჟის მოსაშორებელი წყალი: დაუყოვნებლივ წმენდს, ასუფთავებს და ატონიზირებს სახესა და თვალის ირგვლივ კანს; იდეალურია მოგზაურობის დროს; უსუნოა, სახიდან მისი მოცილება საჭირო არ არის.
თვალის მაკიაჟის მოსაშორებელი: ნაზად და სწრაფად აცილებს მაკიაჟს თვალებსა და ტუჩებს.
მცენარეების ექსტრაქტით: აცილებს მაკიაჟს, ატენიანებს და ატონიზირებს კანს, იდეალურია მოგზაურობის დროს.
სახის ექსფოლიატორული რძე: ღრმად წმენდს და ანახლებს კანს; იდეალურია ცხიმიანი და მუქი ლაქების მქონე კანისთვის.


OPTIONS HYDRATION
ჰიდრო-ბალანს სახის საცხი: დღის მატენიანებელი
ალოე ვერა ჰიდრო-გელი: ანთების საწინააღმდეგო, მატენიანებელი და დამაწყნარებელი ზემოქმედებით; იდეალურია ფოტოდეპილაციისა და სხვა დერმოესთეტიკური პროცედურების შემდეგ როგორც სახის, ისე სხეულის კანისათვის.


OPTIONS ANTI-AGING
ჰიდრო-დამცავი შეფერილი საცხი: დაბერების საწინააღმდეგო სახის კანის მოვლის საშუალება, რომელიც კანის იმუნურ სისტემას აძლიერებს და სასიამოვნო ტონალობას და ჯანსაღ იერს ანიჭებს კანს; აქვს ანტიოქსიდანტური დამატენიანებელი ეფექტი.
დაუყოვნებელი ლიფთინგი: ნაოჭების საწინააღმდეგო, დამჭიმავი და გამაღიავებელი შრატი, რომელიც მაშინვე აქრობს სტრესისა და გადაღლილობის ნიშნებს; ეფექტი სტაბილურია საათების განმავლობაში.