პროდუქცია/GOLDEN CARESSE/გლობალური დაცვა მზისგან
GOLDEN CARESSE




მზის შემდგომ სხეულის დინამიური ჰიდრო-დაცვა: ღრმად მატენიანებელი ბალზამი, რომლიც კვებავს, აღადგენს და იცავს კანს; ექსკლუზიური დაბერების საწინააღმდეგო ფორმულა, რომელიც კანს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე

მზის საუკეთესო ნაწილი შენს კანზე
Golden Caresse Germaine de Capuccini-ს სოლარული კოსმეტიკის უკანასკნელი ინოვაციაა; ის საშუალებას გაძლევთ, კანის სილამაზე და სიჯანსაღე შეინარჩუნოთ და არც მზის აბაზანების სიამოვნება მოიკლოთ; მულტი-დამცავ აქტიურ ინგრედიენტთა რევოლუციური ერთობლიობა კანის დაბერების საწინააღმდეგო უნივერსალურ დაცვას უზრუნველყოფს. ინოვაციური ტექსტურები, დელიკატური და გამომაცოცხლებელი არომატები ციტრუსის ნატიფი სურნელის კვალით და კომფორტაბელური ფორმატები, რომლებიც აადვილებს და სასიამოვნოს ხდის პროდუქტების გამოყენებას. Golden Caresse გთავაზობთ მზის აბაზანების შემდეგ მოსახმარ პროდუქტებს, რომლებიც აწყნარებს, აღადგენს და ატენიანებს კანს.



სპეციფიკური უბნები
თვალის კონტურის დამცავი საშუალება დაბერების საწინააღმდეგო უნივერსალური დაცვის ეფექტით SPF 25: იცავს კანს და იმავდროულად, აქრობს დაბერების ნიშნებს: თვალებქვეშ შეშუპებასა და ჩანთებს, ნაოჭებს; დერმატოლოგიურად ტესტირებულია.
დამცავი ჩხირი SPF 50: მაქსიმალური დაცვა სახის კანის ყველაზე დელიკატურ და მგრძნობიარე უბნებისთვის; იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისაგან; დერმატოლოგიურად ტესტირებულია

თვით-გარუჯვის საშუალებები
სახე და სხეული
PRECIOUS BRONZE (ძვირფასი ბრინჯაო) ცისარტყელასებური გელი-საცხი თვით-გარუჯვისათვის: მზის აბაზანების გარეშე უზრუნველყოფს სწრაფ, ბუნებრივი, ერთგვაროვანი იერის მქონე რუჯს; რუჯის პირველი ნიშნები თქვენს კანზე პროდუქტის მოხმარებიდან პირველივე საათის განმავლობაში გამოჩნდება.
დაბერების საწინააღმდეგო უნივერსალური დაცვა
სახე მსუბუქი ემულსია დაბერების საწინააღმდეგო უნივერსალური დაცვის ეფექტით SPF 50, SPF 30, SPF 15:ინტენსიური რევოლუციური ფორმულა ყველაზე მსუბუქი ტექსტურითა და მაქსიმალური სოლარული მულტი-დამცავი მოქმედებით; განკუთვნილია ცხიმიანობისაკენ მიდრეკილი ნორმალური კანისათვის; დერმატოლოგიურად ტესტირებულია.
მსუბუქი ემულსია დაბერების საწინააღმდეგო უნივერსალური დაცვის ეფექტით SPF 50+ (შეფერილი):“მაკიაჟის ეფექტით”: მაქსიმალური სოლარული დამცავი მოქმედების მქონე, ნატიფად შეფერილი ფორმულა კანს უაღრესად ბუნებრივი რუჯის შეფერილობას აძლევს; განკუთვნილია ცხიმიანობისაკენ მიდრეკილი ნორმალური კანისათვის; დერმატოლოგიურად ტესტირებულია.
მკვებავი საცხი დაბერების საწინააღმდეგო უნივერსალური დაცვის ეფექტით SPF 20 (ასაკოვანი კანისთვის): კვებავს და ატენიანებს კანს: ებრძვის დაბერებას, თავიდან აგაშორებთ მზის სხივების ზემოქმედებით კანზე მუქი ლაქების წარმოქმნას და კანის დამწვრობას; განკუთვნილია სიმშრალისკენ მიდრეკილი ნორმალური კანისათვის; დერმატოლოგიურად ტესტირებულია.
მზის საცხი დაბერების საწინააღმდეგო უნივერსალური დაცვის ეფექტით SPF 50+, SPF 30: მძლავრი დამცავი ფორმულა, რომელიც ინტენსიურად ატენიანებს კანს; განკუთვნილია სიმშრალისკენ მიდრეკილი ნორმალური კანისათვის; დერმატოლოგიურად ტესტირებულია.

სახე და სხეული (ყველა ტიპის კანი)
მაღალი ტოლერანტობის მძლავრად დამცავი მზის გამწმენდი რძე SPF 40 დელიკატური კანისათვის: მძლავრი დამცავი ფომრულა საგანგებოდ დელიკატური ან მგრძნობიარე კანისთვის არის შექმნილი და მზის სხივებზე ასეთი კანისათვის დამახასიათებელი ჰიპერ რეაქტიულობის პრევენციას ახდენს; დერმატოლოგიურად ტესტირებულია.
გამომაცოცხლებელი ემულსია დაბერების საწინააღმდეგო უნივერსალური დაცვის ეფექტით SPF 8 (უცხიმო):მსუბუქი ტექსტურის უცხიმო ემულსია სწრაფად შეიწოვება კანში; უზრუნველყოფს საშუალო სიმძლავრის დაცვას და სწრაფ, სტაბილურ გარუჯვას; დერმატოლოგიურად ტესტირებულია.

რუჯის აქტივატორი და გამავრცელებელი SPF 6: ინოვაციური ფორმულა კანს მზის სხივებთან შესახვედრად ამზადებს, ხელს უწყობს რუჯის ინტენსიფიკაციას და სტაბილურ ხანგრძლივობას მზის აბაზანების დროს და მათ შემდგომ; დერმატოლოგიურად ტესტირებულია.
რუჯის 48 საათიანი აქტივატორი SPF 2: კანს მზის სხივებთან შესახვედრად ამზადებს; აძლიერებს კანის თავდაცვით სისტემებს, ხელს უწყობს რუჯის ინტენსიფიკაციას; დერმატოლოგიურად ტესტირებულია.

მზის სპრეი დაბერების საწინააღმდეგო უნივერსალური დაცვის ეფექტით SPF 30, შPF 20, უცხიმო: ძლიერი და საშუალო სიმძლავრის დამცავი უცხიმო ემულსიები სწრაფად შეიწოვება და იოლი მოსახმარია; იცავს სხეულის კანსა და თმებს; იდეალურია ბავშვებისა და მამაკაცებისათვის; დერმატოლოგიურად ტესტირებულია.
სპორტული სპრეი დაბერების საწინააღმდეგო უნივერსალური დაცვის ეფექტით SPF 15, წყლის მიმართ რეზისტენტული: საგანგებოდ იმათთვის, ვინც ღია ცის ქვეშ სპორტით არის დაკავებული (გოლფით, თხილამურებზე სრიალით, ნაოსნობით და სხვა); წყლის მიმართ რეზისტენტული ტექსტურა; სწრაფად შრება და არ წებოვანდება; უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, კომფორტს და დატენიანებას.

მზის სპრეი დაბერების საწინააღმდეგო უნივერსალური დაცვის ეფექტით SPF 10: სწრაფად შეწოვადი ემულსია კანის გამომაცოცხლებელი მოქმედებით; იდეალურია მამაკაცებისათვის და იმათთვის, ვინც ღია ცის ქვეშ სპორტით არის დაკავებული; დერმატოლოგიურად ტესტირებულია.


მზის შემდგომი ყინულოვანი სიამოვნება
SOS RESCUE SUN მაშინვე ამსუბუქებს მწველი სიცხის შეგრძნებას მზის აბაზანის შემდეგ, ამცირებს სიწითლეს და აღადგენს სტრესირებულ კანს; სახის, ყელისა და დეკოლტესათვის.
მზის შემდგომ სახის კანის აღდგენა: დაბერების საწინააღმდეგო და აღმდგენი ექსკლუზიური ფორმულა მზის აბაზანის შემდეგ დამაწყნარებელი და გამომაცოცხლებელი მოქმედებით; სახის, ყელისა და დეკოლტესათვის.
ზემოქმედებისგან 24 საათის განმავლობაში იცავს.