პროდუქცია/HYDRACURE/დამატენიანებელი მოვლა
HYDRACURE



აქტიური ჰიდრატაციით მკურნალობა

Germaine de Capuccini-მ განავითარა კანის ჰიდრატაციის ახალი გზა: Hydracure, პირველი პროფესიული ჰიდრატაციული კოსმეტიკური ხაზი, რომელიც ითვალისწინებს როგორც კანის ტიპს, ისე კლიმატურ პირობებს. აღნიშნული ხაზი შექმნილია მთელი დღის მანძილზე გაუწყლოვანებისა და არახელსაყრელი კლიმატური პირობებისაგან კანის დასაცავად; ასტიმულირებს ნაადრევი დაბერების წინააღმდეგ კანის ბუნებრივ რეზისტენტობას. Hydracure უზრუნველყოფს მაქსიმალურ ჰიდრატაციას ჰიდრაქტიური ფორმულის მეშვეობით: 100%-იანი ჰიდრატაციული მოქმედება მიიღწევა მისი ინგრედიენტებისა და მძლავრი ტექნოლოგიის წყალობით; შეიცავს ჰიალურონის მჟავას, ბუნებრივ EPS-ს, რძის მჟავასა და ცერამიდების შემცველ მიკროღრუბლებს, თერმულ წყალს IzumoYumura წყაროდან (იაპონია); ჰიდრატაციული აქტიურ ტექსტურას დაჰიდრატაციურ არომატს.

რეკომენდებულია: 20 წლის და უფროსი ასაკისათვის.


ჰიდრაქტიური საცხი ნორმალური ან კომბინირებული კანისათვის თბილ კლიმატურ პირობებში: უზრუნველყოფს აქტიურ ჰიდრატაციას, და იმავდროულად, იწოვს ცხიმს კანის ზედაპირიდან; შედეგად, კანი სასიამოვნო, ჯანსაღ იერს იძენს.

ჰიდრაქტიური საცხი ნორმალური ან მშრალი კანისათვის: აბრეშუმისებური ტექსტურა ნაზად ეხება კანს, ინტენსიურად და ხანგრძლივად ატენიანებს და დაუყოვნებლივ ანიჭებს ჯანსაღ იერს.

ჰიდრაქტიური გამდიდრებული საცხი ძალზე მშრალი კანისათვის ცივ კლიმატურ პირობებში: მშრალი კანისათვის განკუთვნილი ყველაზე ძლიერი ჰიდრაქტიური მოქმედების მქონე საცხი Germaine de Capuccini-ს არსენალში; მისი ექსტრამდიდარი ტექსტურა დაუყოვნებლივ ამსუბუქებს მშრალი და ძალზე მშრალი კანისა და ცივი კლიმატური პირობებისათვის დამახასიათებელ დაჭიმულობის შეგრძნებას.