ლაზერული პროცედურები/ნაწიბურის მოცილების
ნაწიბურის მოცილების



ნაწიბურის მოცილების (შლიფოვკა) ლაზერული ტექნიკა პირდაპირ დამოკიდებულია მის სახეობაზე. ექიმები ანსხვავებენ ნაწიბურებს მათი სიღრმის, კანის მოშუშების და დაზიანებული კანის კონკრეტული თავისებურებების მიხედვით - ატროფიული ნაწიბური არის გრძლი თეთრი ხაზები განსხვავებული სიგანით და ბლაგვი სტრუქტურით. როგორც წესი ისინი განლაგებულნი არიან უფრო ღრმად, ვიდრე დანარჩენი ქსოვილები. ნათელი მაგალითია - პოსტ აკნე, სტრიები, ნაკერები მუცლის ოპერაციის შემდეგ. ჰიპერტროფიული ნაწიბურები, როგორც წესი კანის ზედაპრზე განლაგდება. ნორმოტროფიული ნაწიბურის აღმოჩენა შესაძლებელია, მხოლოდ მისი კონკრეტულად განსხვავებული შეფერილობით და გამორჩეულად არათანაბარი სტრუქტურით. კელოიდური ნაწიბური კი წარმოიქმნება ნაოპერაციებ ნაკერზე რამოდენიმ თვის ან წლის შემდეგ.

CO2 ლაზერის აბლაციური აღწურვილობის გამოყენება ნაწიბურების და იარების მოცილების (შლიფოვკის) მიზნით, უზრუნველოყოფს წერტილოვან ზემოქმედებას კანის ცალკეულ ნაწილებზე. ამავდოულად ლაზერის სხივი მოქმედებს როგორც მიკრო-სხივი და ქმნის მცირე არხებს და არ აზიანებს კანს მათ შორის. დამცავი ეფექტის წყალობით სარეაბილიტაციო პერიოდი დაყვანილია მინიმუმამდე. ლაზერი ინტენსიურად ასტიმულირებს კოლაგენის წარმოებას, რის შეედეგადაც კანში აქტიურდება ბუნებრივი რეგენერაციის პროცესი, რაც ხელს უწყობსდაზიანების აღკვეთას. სულ რამოდნიმე პროცედურის შემდეგ სახე იძენს გაჯანსაღებულ ერს და სასურველ სიგლუვეს.