პროდუქცია/TIMEXPERT WHITE აღადგენს თქვენი სახის სრულყოფილებას/ანტი-ასაკობრივი მოვლა
TIMEXPERT WHITE აღადგენს თქვენი სახის სრულყოფილებას



დაბერების საწინააღმდეგო სრული კოსმეტიკური ხაზი, რომელიც ახდენს მუქი ლაქების პრევენციას, მათ დაბალანსებასა და კორექციას; შემუშავებულია საგანგებოდ ჭარბი პიგმენტაციის და უსიცოცხლო იერის მქონე კანისათვის. ეს ხაზი შეიცავს ინოვაციურ და ეფექტიან MelanolightProcess-ს, Germaine de Capuccini-ს ლაბორატორიების ექსკლუზიურ, უპრეცედენტო ტექნოლოგიას ჭარბ პიგმენტაციასთან საბრძოლველად; უპრეცედენტოა მისი ინტენსიური მოქმედება მუქი ლაქების ფორმირებამდე, მათი ფორმირების პროცესში და მის შემდგომ.


რეკომენდებულია: 25 წლის და უფროსი ასაკისთვის.


გამწმენდი რძე ექსფოლიაციის ეფექტით: ებრძვის კანის დეფექტებს და ხელს უწობს კანის გათავისუფლებას ჭარბი მელანინის შემცველი, მკვდარი უჯრედებისაგან, რომლებიც კანს უსიცოცხლო იერს აძლევს.

ლაქების შემამცირებელი კონცენტრატი კანის სრულყოფილებისათვის: საშუალება, რომელიც ანადგურებს მზის სხივებისაგან გაჩენილ და ასაკობრივ მუქ ლაქებს სახეზე, კისერზე, დეკოლტესა და ხელებზე.

ინტენსიური შრატი ლაქების კორექციისათვის: უზრუნველყოფს მუქი ლაქებისა და დაბერების ნიშნების პრევენციასა და კორექციას.

საცხი ლაქების კორექციისათვის SPF 20: აბალანსებს კანის ტონალობას და მინიმუმამდე ამცირებს ჭარბ პიგმენტაციას; იმავდროულად, კანს ტენიანობასა და სირბილეს უნარჩუნებს.